saqarTvelos xeobebi - WanWaxovanis xeoba
ხეობა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემის, ჩაღმას ტერიტორიაზე. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თავსდება კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს სოფლებს: ხახაბო, ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ჟველურთა, ცოკალთა, ნაციხარი. ლიტერატურაში მოხსენიებულია ასევე, როგორც თუშეთის ცალკე თემი.